“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი, ლეო მესი ავსტრალიის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლთა გაერთიანების, CanTeen – ის წარმომადგენლებს მელბურნში შეხვდა.
“მელბურნ სიტიმ” ჯორჯია-მეისა და დენისისთვის კლუბის საფეხბურთო აკადემიაში ექსკურსია მოაწყო, ლიონელ მესიმ კი მოზარდებს სიურპრიზი გაუკეთა (ვიდეო). არგენტინელმა მათ ბუცები და მაისურები აჩუქა თავისი ხელმოწერით.
მესი მელბურნში არგენტინის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. “ალბისელესტე” ბრაზილიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 9 ივნისს შედგება.
CanTeen – ავსტრალიური საქველმოქმედო ორგანიზაციაა 12-24 წლის ასაკის საზოგადოებისთვის, რომელსაც კიბოსთან გარკვეული შეხება აქვს. ამით დენისის დედა და ჯორჯია-მეის და არიან დაავადებულნი.


ბრავო მესი რამდენ სიკეთეს აკეთებს!
😀 ბრაზილიასთან ვნახავთ რისი თავი აქ არგენტინას
ის არგენტინა მე-5 როგავიდეს პლეიოფიდან ხო ექნება შანსი გასვლის თუ არ 😀
Aba iyochaget axla braziliastan
ლეგენდა