ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის გაძლიერების სამ ვარიანტს განიხილავს.
ზაფხულში, კატალონიელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე მარკო ვერატი იქნება, რომლის ალტერნატიულ ვარიანტად კლუბი ფილიპე კოუტინიოს მიიჩნევს.
თუ იტალიელსა და ბრაზილიელთან “ლურჯ-ბროწეულისფრები” ვერ შეთანხმდებიან, ისინი კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზე გადაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველის, ექტორ ბელერინის გაფორმებისთვისაც იბრძვის.

