მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კავანი: “ბარსელონამ” უსამართლოდ დაგვამარცხა”

კავანი: “ბარსელონამ” უსამართლოდ დაგვამარცხა”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. პირველი მატჩი ფრანგებმა 4:0 მოიგეს, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში მათ კრახი განიცადეს და 4-ბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვეს.

როგორც იცით, მატჩის შემდეგ პსჟ-ს წარმომადგენლებმა UEFA-ს, მსაჯების ქმედებებთან დაკავშირებით, ოფიციალური საჩივარი გაუგზავნეს.

“შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და ვფიქრობ, ტურნირიდან გავარდნას არ ვიმსახურებდით. იმას, რაც განმეორებით მატჩში მოხდა, ნორმალურს ვერ ვუწოდებ. ეს იყო მოულოდნელობა და უსამართლობა. ეს შეხვედრა კლუბის ისტორიაში შევიდა, რის გამოც მას არასდროს დავივიწყებთ.

რატომ მიმაჩნია ეს უსამართლობად? გადახედეთ მატჩის ჩანაწერს. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კადრის ნახვა. როდესაც გავიტანე ვფიქრობდი, რომ ჩვენ უფრო მეტი თავისუფალი სივრცე გვექნებოდა, ვიდრე “ბარსელონას”, რადგან კატალონიელებს შეტევა უნდა გაეძლიერებინათ. როცა ანგარიში 3:1 იყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. 

მომხდარის განხილვისას აუცილებლად მომიწევს უსამართლობაზე საუბარი.”-ციტირებს კავანის სიტყვებს L’Equipe.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში