2015 წლის 6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ოლიმპიასტადიონზე” ერთმანეთს ლუის ენრიკეს “ბარსელონა” და მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსი” დაუპირისპირდნენ.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” იტალიელები 3:1 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის თასი კლუბის არსებობის ისტორიაში მეხუთეჯერ აღმართეს. “ბებერ ქალბატონთა” კარი ივან რაკიტიჩმა, ლუის სუარესმა და ნეიმარმა დალაშქრეს. ტურინელთა მხრიდან თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა.
“ბარსელონას” ტრიუმფიდან ზუსტად 2 წელი გავიდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=YuaEVk4CJr8]


