რაფინიას მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის როლის მორგება არ სურს. მისი პრიორიტეტი სათამაშო პრაქტიკაა. ალკანტარა ლუის ენრიკეს “ბარსელონას” მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დაიმკვიდრებს თუ არა ის ადგილს ერნესტო ვალვერდეს გუნდში. რაც არ უნდა იყოს, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე მიღებულ ნებისმიერ შემოთავაზებას არ დათანხმდებიან.
24 წლის ტალანტმა ტოპ გუნდების – “არსენალის”, “ლივერპულის”, “იუვენტუსისა” და “რომას” ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ისინი ჯერ “ბლაუგრანას” არ დაკავშირებიან. ესპანური გრანდი რაფინიას 30 მილიონზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის. “ბარსელონა” წარსულში დაშვებული შეცდომის გამეორებას არ აპირებს, რაც სანდრო რამირესის “მალაგაში” უფასოდ გაშვებას გულისხმობს.
მაღალი ფასის გამო დიდმა გუნდებმა, შესაძლოა, ტრანსფერზე უარი თქვან. აგრეთვე, შემაფერხებელი ფაქტორია მუხლის ტრავმაც. ბრაზილიელის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ის აგვისტომდე არ დაბრუნდება. რაფინია მზადებას პრე-სეზონში დაიწყებს და ეცდება ვალვერდე თავის შესაძლებლობებში დაარწმუნოს.




გააჩნია ტრავმის შემდეგ როგორ დაბრუნდება.თუ ივარგა დატოვონ და თუ არა ზამთარში გაუშვან
მაგარი ჭირიანი იგროკია ხან რა მოსდის ხან რა, თან სუ დიდიხნით უქმობს
რაფინია მაგარია არუნდა წავიდეს!!!
ცუდი ფეხბურთელი ნაღდად არაა პროსტა ბარსას დონის ვერარის:))
Au es magari texnaria ra cota daxvewa aklia mara araushavs gamoasworebs imedia darchebaa naxevardacvashic sheudzlia kvelgan da mesis poziciaze win gadasvlac..axalgazrdaa jer aq bevrs unda ro nexevarmcvelma xavis da inis done achvenos mashinve ra egre arxdeba xavim da iniestam gvardiolas dros gaibrwkines 27 28 wlis asakshi tore manamde deco iaua ture vanbomelis zamenebi ikvnen