“ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი კარიერის “არსენალში” გაგრძელების ვარიანტითაა დაინტერესებული.
El Desmarque-ს ინფორმაციით, 30 წლის თურქი, რომელიც სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის, ლონდონურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა. მოცემულ მომენტში მხარეები ტრანსფერის ფასზე თანხმდებიან. “ბლაუგრანა” თურანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, “არსენალი” კი თანხის შემცირებას ცდილობს.
წარსულში მედიამ დაწერა, რომ “არსენალი” არდას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის.



