“ბარსელონამ” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება მიულოცა მადრიდის “რეალს”, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო და ისტორია დაწერა.
“სამეფო კლუბმა” “იუვენტუსი” 4:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და გუნდს ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
“მადრიდის “რეალს” კარდიფში ტიტულის მოგებას ვულოცავთ.“-წერია “ბლაუგრანას” ოფიციალურ გვერდზე.


