მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი”

ვალვერდე: “მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი”

“ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, კატალონიური კლუბის ოფიციალურ არხს, Barca TV-ს ინტერვიუ მისცა, რომლის გამორჩეულ ფრაგმენტებსაც ამ სტატიაში გთავაზობთ.

პირველი შთაბეჭდილებები

“ჩემი აქ მოსვლის დღიდან ყველაფერი ძალიან ინტენსიურია. ბოლო რამდენიმე საათში, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამას ელი, კლუბის სიდიადეს მთელი მასშტაბით მაშინ ეზიარები, როდესაც პრესკონფერენციასა და პრეზენტაციას გაივლი.

მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. ვიცი, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება. ვიცი, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება.

ზოგჯერ, როდესაც “ბარსელონას” დონის გუნდი გიწვევს, საკმარისი არაა, მათ მოწონდე. საჭიროა სწორ დროს სწორ ადგილას იყო. ამჯერად, შესაფერისი დრო იყო.”

როგორ ხედავს ფეხბურთს

“როდესაც მწვრთნელი ხარ, არჩევანი არ გაქვს – ინტენსიური ცხოვრებით უნდა იცხოვრო, რადგან დრო არაფრისთვის გაქვს.

მუშაობისა და თავისი პროფესიით ცხოვრების სტილი ყველას თავისი აქვს. იმ საქმეს კი, რომელსაც აკეთებ, თავისი მოთხოვნები აქვს. სწორედ ესაა მთავარი ვნება და ჩვენ ეს გვიყვარს.”

მისი გავლენები

“ჩემ შემთხვევაში, ეს ხოსე მარია ამორორტუ იყო, რომელმაც მითხრა: “შენ მწვრთნელი უნდა გახდე.” ამის შემდეგ კონტრაქტი გამიფორმა და მუშაობა “ბილბაოს” ახალგაზრდულ გუნდში დავიწყე, სადაც განვვითარდი.

გამიმართლა, რომ ფეხბურთელობის დროს, დიდ მწვრთნელებთან ვიმუშავე, რომლებისგანაც ვისწავლე, შემდეგ კი, ასევე დიდი მწვრთნელების პარალელურად ვიმუშავე. კრუიფიდან, კლემენტედან და ჰაინკესიდან ლუის ენრიკემდე, პეპ გვარდიოლამდე და ანჩელოტიმდე.”

გუნდის იდენტობა

“გუნდი მწვრთნელის იდეებზე გარკვეულწილად რეაგირებს. შენ თავად უნდა იყო გუნდის სტილის გამტარებელი და მისი უნდა გჯეროდეს.

სისტემა? სადაც მიმუშავია, ადაპტაცია თავად გამივლია და ყველა გუნდში მხოლოდ მცირე რამ შემიცვლია. მნიშვნელოვანია, სწორი იდეები გქონდეს, რათა მთელმა კოლექტივმა თავი კომფორტულად იგრძნობს.”

თამაში “ბარსელონაში”

“ფეხბურთელობის დროს, “ბარსელონასთვის” დიდი შენაძენი არ ვყოფილვარ. ეს უნდა ვაღიარო. აქ მუხლის ტრავმით მოვედი, სათანადოდ ვერ გამოვჯანმრთელდი და კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა. შემდეგ წელს საზარდულის ოპერაცია და ამის შემდეგ, კლუბმა “ბილბაოში” გამიშვა.

მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ

“მწვრთნელების მიმართ ყველაზე მომთხოვნები თავად ისინი არიან. ამაში ეჭვი არ მეპარება.

დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ, რადგან გუნდისგან და შენგან ხალხი ბევრს ელის. ასევე უნდა აღინიშოს ის ნდობა, რომელიც კლუბმა გამომიცხადა.”

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში