მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბა: “ვალვერდე გაბედული მწვრთნელია”

ალბა: “ვალვერდე გაბედული მწვრთნელია”

“ბარსელონას” მარცხენა მცველი ჟორდი ალბა კატალონიური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე საუბრობს და 53 წლის სპეციალისტს აქებს.

“ვალვერდე გაბედული მწვრთნელია. მას უყვარს, როდესაც მისი გუნდი ბურთს ფლობს. მას ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ ის მათ მიწაზე თამაშს ავალებდა. მოთამაშეებმა, რომლებსაც ერნესტოსთან ერთად უმუშავიათ, მასზე ბევრი კარგი რამ მითხრეს.

“ბარსელონას” სათამაშო სტილი ვალვერდესას შეეფერება. შესაძლოა, ამჟამად, შემტევი ტრიოს გათვალისწინებით, შედარებით სწორხაზოვნად ვთამაშობთ, თუმცა ბურთს მაინც ვფლობთ და მეტოქეს ვაიძულებთ იყოს იქ, სადაც ჩვენ გვინდა.” – ციტირებს ალბას “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.

გავრცელებული ინფორმაციით, ალბა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლის გუნდიდან გაშვებაც ვალვერდეს სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში