Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” წარმომადგენლები “ნიცას” ნახევარმცველს, ჟან მიშელ სერის დაუკავშირდნენ.
წყარო იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ არის ერთი ნიუანსი: კატალონიურმა კლუბმა სერისთან მოლაპარაკების პროცესი ერნესტო ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე დაიწყო, რის გამოც ბოლო სიტყვას “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცი იტყვის.
თავად ფეხბურთელმა წარსულში აღნიშნა, რომ კატალონიურ გრანდში ასპარეზობაზე ოცნებობს.
