მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელო, “ბარსელონას” ესპანელ ცენტრალურ მცველზე, ჟერარ პიკეზე საუბრისგან თავს იკავებს.
“პიკე? ჩემ ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ამ ადამიანზე არ ვსაუბრობ. რატომ უნდა გავაკეთო ეს?” – ციტირებს მარსელოს სიტყვებს La Sexta.
ბოლო დროს, პიკემ “რეალი” არაერთხელ გააკრიტიკა, მადრიდელთა მიერ ესპანეთის ჩემპიონობის აღნიშვნის დროს კი, გულშემატკივრებმა და რამდენიმე ფეხბურთელმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

