“ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც კარდიფში გაიმართება.
ფინალში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.
“დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს. პირადად მე ვამჯობინებდი, რომ “იუვენტუსმა” მოიგოს, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს ჩემი პირადი პოზიციაა.
რაც არ უნდა მოხდეს კარდიფში, “ბარსელონას” სეზონის შედეგებს ეს ვერ შეცვლის. ჩვენთვის, ამ თორმეტი თვის შედეგები არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ გაიმარჯვებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.” – განაცხადა პიკემ.


