workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელეგრინო: “ჩვენ გვაქვს ის, რაც არ აქვს “ბარსას”

პელეგრინო: “ჩვენ გვაქვს ის, რაც არ აქვს “ბარსას”

“ალავესის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პელეგრინო, ესპანეთის სამეფო თასის ფინალის წინ, “ბარსელონასთან” დაპირისპირებაზე საუბრობს.

“მინდა, ამ გუნდისთვის, ამ გულშემატკივრებისთვის, ამ ფეხბურთელებისთვის და ჩემი ოჯახისთვის მოვიგოთ. მოგებისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. ჩვენ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება.

ჩემ განკარგულებაში კონკურენტუნარიანი ფეხბურთელების გუნდია. ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ მარტივად, მაგრამ მაქსიმალურად ეფექტიანად. ვიყენებთ იმ იარაღებს, რომლებსაც ვფლობთ.

კონცენტრირება იმ ასპექტებზე უნდა გავაკეთოთ, რომელშიც ძლიერები ვართ. ჩვენ “ბარსელონას” მსგავსი სტილი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ის, რაც არ აქვს მეტოქეს.

ასეთი დონის თამაშების ბედს დეტალები წყვეტს და იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.” – ციტირებს პელეგრინოს სიტყვებს Marca.

“ბარსელონა” და “ალავესი” ერთმანეთს 27 მაისს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward