მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 4:2 “ეიბარი”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” 4:2 “ეიბარი”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“კამპ ნოუზე” “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ მადრიდის “რეალს” ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა.

“გუნდს ვერ ვუსაყვედურებ და ვფიქრობ, ამის უფლება არავის აქვს. გვესმის, რომ “ბარსელონას” სტაბილურობა აკლდა. სეზონის დასაწყისში, საშინაო მატჩებში ბევრი ქულა დავკარგეთ. უკანასკნელ წამამდე სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. “რეალი” ჩემპიონი გახდა და ამას ვერაფერს დავამატებ. მადრიდელებს ვულოცავ.

ჩვენზე ბევრი რამ არ ყოფილა დამოკიდებული, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოდით. თბილი დახვედრის გამო გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. იღბლიანი ვარ, რომ აქ რამდენიმე წელი გავატარე.“- თქვა ლუის ენრიკემ Barça TV-სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში