მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ეიბარი”. ლუის ენრიკე მატჩის წინ

“ბარსელონა” – “ეიბარი”. ლუის ენრიკე მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლა ლიგის გადამწყვეტი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ჩვენთვის ერთადერთი სწორი გზა სამუშაოზე კონცენტრაციაა. თუ ლიგას მოვიგებთ – ვიზეიმებთ, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ჩემპიონებს მივულოცავთ. ასე მოვიქცევი, მე პროფესიონალი ვარ.

“ეიბართან” მატჩი? ნებისმიერი მეტოქე გადამწყვეტ ფაზაში, სიტუაციის მიუხედავად, ყოველთვის წარმოადგენს საშიშროებას. ხვალინდელი ოპონენტი ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ვიცით, რომ ისინი პრობლემას შეგვიქმნიან.

მეტოქისგან კარგ თამაშს ველით, მაგრამ ჩვენი მიზანი ტიტულის მოპოვება იქნება.

მოცემული შესაძლებლობების გამო კლუბის მადლიერი ვარ. გამიმართლა, რომ “ბლაუგრანამ” ამირჩია. მომდევნო სეზონში “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე ვიქნები. აქ ხალხს ვუყვარვარ, ამას ვგრძნობ. ასე რომ, არ გემშვიდობებით.”-ამბობს ენრიკე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში