კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა ბ–ს” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მომავალ სეზონში უკვე ოფიციალურად იქნება პირველი გუნდის წევრი. სეზონის დასაწყისში ტიაგო ყოველთვის “ბარსელონა ბ–ს” შემადგენლობაში იყო, თუმცა შემდეგ იგი ვარჯიშობდა ხოლმე პირველ გუნდთან ერთად და ახლა კი უკვე რეგულარულად არის გვარდიოლას გუნდის ვარჯიშებზე. ამ სეზონში ალკანტარამ პეპის გუნდის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა. 6 “პრიმერაში”, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 სამეფო თასზე და 1 სუპერ თასზე. ფეხბურთელის დაწინაურებაზე გადაწყვეტილება , “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი ზუბისარეტამ მიიღო..

მომავალ სეზონში ტიაგო პირველი გუნდის წევრი გახდება
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


