“აიაქსის” ცენტრალური მცველის, დავინსონ სანჩესისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” კონკურენციას ლონდონის “ჩელსი” გაუწევს. ამჟამად, ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმომადგენლები ამსტერდამში იმყოფებიან, რათა მისი მომავლის საკითხი გადაწყვიტონ.
კატალონიელები 20 წლის კოლუმბიელით გასულ ზამთარშიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან “ბარსა” სანჩესს სარეზერვო გუნდში ასპარეზობას სთავაზობდა.
“აიაქსი” დავინსონს 25 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კოლუმბიელის კონტრაქტი ჰოლანდიელებთან 2021 წელს იწურება.



