“ბარსელონამ”, შესაძლოა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გადამწყვეტი შეხვედრა მნიშვნელოვანი ფიგურების გარეშე ჩაატაროს.
Brújula del Deporte გვარწმუნებს, რომ ხავიერ მასკერანო 38-ე ტურის მატჩს გამოტოვებს, ხოლო ჟერარ პიკეს მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
როგორც იცით, თუ “რეალი” “მალაგასთან” “ლა როსალედაზე” დამარცხდება, ხოლო “ბარსელონა” “ეიბარს” მოუგებს, ლუის ენრიკეს კოლექტივი ქვეყნის ჩემპიონი გახდება.



