ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, ივნისში გასამართი სანაკრებო თამაშებისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც “ბარსელონას” 5 ფეხბურთელი მოხვდა.
ლოპეტეგიმ კატალონიური კლუბიდან სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტას შეარჩია.
“ფურია როხა” 7 ივნისს კოლუმბიას ახალგაზრდულად გაეჯიბრება, 11 ივნისს კი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაკედონიას დაუპირისპირდება.



