გუშინწინ, ვიგოში, ესპანეთის ჩემპიონატის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის “რეალმა” “სელტა” 4:1 დაამარცხა და ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა.
თამაშამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ბარსელონამ” “სელტას” ფეხბურთელებს ფულაჯი ჯილდო შესთავაზა იმ შემთხვევისთვის, თუ ვიგოელები მეტოქეს ქულებს დააკარგვინებენ. როგორც გაირკვა, დედაქალაქური გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ მსგავსი ცნობების კითხვის დიდი მოყვარული ყოფილა.
მატჩის მიმდინარეობისას, რონალდუმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, გუსტავო კაბრალს მიაძახა: “ბევრი ფული, ჩემოდნით.” ამ სიტყვების წარმოთქმის დროს, პორტუგალიელი ჟესტებსაც იყენებდა, რომლითაც ის ფულს გამოხატავდა.



