Marca იტყობინება, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველით, არდა თურანით ინგლისური და იტალიური კლუბები დაინტერესდნენ.
წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელის გაფორმების ვარიანტს ლონდონის “არსენალი” და მილანის “ინტერი” განიხილავენ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებს თურქის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდას. სწორედ ამ თანხას ითხოვს “ბარსელონას” ხელმძღვანელობა არდათი დაინტერესებული კლუბებისგან.
მიმდინარე სეზონში, თურანმა “ბარსელონას” მაისურით 13 გოლი გაიტანა



