workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელეგრინი: “დიდი სხვაობაა “ბარსელონასა” და დანარჩენ გუნდებს შორის”

პელეგრინი: “დიდი სხვაობაა “ბარსელონასა” და დანარჩენ გუნდებს შორის”

გუშინ გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატის მე–19–ე ტურის გათამაშება. კატალონიის “ბარსელონამ” “მალაგას” უმასპინძლა და დავიდ ვილიას დუბლის, ანდრეს ინიესტასა და პედროს გოლების წყალობით, ანგარიშით 4–1 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე “მალაგას” ჩილელმა მწვრთნელმა საკმაოდ თამამი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი კატალონიელების დამარცხებას შეეცდებოდა. თუმცა მისმა გუნდმა სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენა. მათ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ვიქტორ ვალდესის კარის აღება, სამაგიეროდ ოთხი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. პელეგრინიმ აღიარა “ბარსელონას” უპირატესობა: “როდესაც აგებ ანგარიშით 1:4, ძნელია რაიმე დადებითი მოძებნო შენი გუნდის თამაშში. ეს რთული მატჩი იყო, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ “მალაგას” ახალწვეულები მალე გაივლიან ადაპტაციას და შეეჩვევიან ლა ლიგას. ვნახოთ, როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩებში. რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, დიდი სხვაობაა “ბარსელონასა” და დანარჩენ გუნდებს შორის.” – განაცხადა პელეგრინიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში