მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნი” ახალგაზრდა ნახევარმცველის, რენატუ სანჩესის გაშვებას გეგმავს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, 19 წლის მოთამაშემ გერმანიის ჩემპიონის მოლოდინი ვერ გაამართლა, რის გამოც მას ტრანსფერზე დააყენებენ.
ამის გათვალისწინებით, პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი “ბარსელონასა” და “რეალს” შესთავაზა.
მიმდინარე სეზონში, “ბაიერნის” მაისურით რენატუმ 25 მატჩი ჩაატარა.



