რაფინია ალკანტარას მამა მაზინიო მისი შვილის მიმართ ტურინის “იუვენტუსიად” წამოსულ ინტერესზე კომენტარს აკეთებს და მიგვანიშნებს, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვება არ სურს.
“ჩემი შვილი ისეთ გამორჩეულ კლუბში თამაშობს, როგორიც “ბარსელონაა” და მას ამ კლუბში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. სულ ესაა, რაც ამ საკითხზე შემიძლია გითხრათ.” – ციტირებს მაზინიოს Tuttomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” მზადაა რაფინიაში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.



