ფრანგმა სპეციალისტმა, ლორან ბლანმა სამ ესპანურ გუნდს უარი უთხრა, რათა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.
2016 წლის ზაფხულში, “პარი სენ-ჟერმენიდან” წასვლის შემდეგ ბლანმა შესვენება აიღო.
Le Parisien-ის ინფორმაციის თანახმად, ფრანგმა “ლას პალმასის”, “ბეტისისა” და “სევილიას” შეთავაზებებზე უარი თქვა, რადგან იმედოვნებს, რომ “ბარსელონა” მიიწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ის კანდიდატთა სიაში არ მოხვედრილა.
პრობლემა ისაა, რომ კატალონიური კლუბი არც ბლანთან და არც მის წარმომადგენლებთან დაკავშირებულა.
