მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ანდრე გომეშის გაშვებას არ გეგმავს

“ბარსელონა” ანდრე გომეშის გაშვებას არ გეგმავს

“ბარსელონა” სეზონის დასრულების შემდეგ ანდრე გომეშის ტრანსფერზე დაყენებას არ აპირებს.

როგორც Sport.es იტყობინება, მიუხედავად 23 წლის პორტუგალიელის არადამაჯერებელი თამაშისა, კლუბის ხელმძღვანელობა მის გაშვებას არ აპირებს.

“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ გომეშთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მეორე სეზონის შემდეგ უნდა მიიღონ.

ფეხბურთელი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულს, “ვალენსიადან”, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ბონუსების ჩათვლით კი ტრანსფერის თანხა, შესაძლოა, 55 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის 28 მატჩში გომეშის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში