მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვივესი: “ბარსელონა” მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სადაცაა შეუთანხმდება”

ვივესი: “ბარსელონა” მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სადაცაა შეუთანხმდება”

“ბარსელონას” პრეს-მდივანმა, ხოსეპ ვივესმა ისაუბრა, თუ როგორ მიდის ლიონელ მესისთან მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. არგენტინელის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

“კლუბი მესის სადაცაა შეუთანხმდება. ვიმედოვნებთ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მალე გამოცხადდება. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ჩვენ არ ვჩქარობთ მის დასახელებას. ახლა სეზონის გადამწყვეტი ნაწილია და გუნდზე ორიენტირებაა საჭირო.” – განაცხადა ვივესმა.

მესიმ მიმდინარე სეზონში პრიმერას 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 35 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში