მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტერ შტეგენი “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

“ბარსელონას” გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, გერმანელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულებას 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს. მოსალოდნელია, რომ ამაზე ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ტერ შტეგენი ესპანურ გრანდში 2014/15 სეზონის სტარტამდე გადავიდა, მანამდე კი მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ღირსებას იცავდა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში