“ბენფიკას” მცველი, ნელსონ კაბრალ სემედუ კვლავ ევროპულ გრანდთა რადარზე იმყოფება. O Jogo-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელით “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი.
თავად ფეხბურთელს კარიერის ინგლისში გაგრძელებისა და ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობის ვარიანტი ხიბლავს.
სატრანსფერო ბაზარზე პორტუგალიელი 14 მილიონ ევროდ ფასდება. მისი კონტრაქტი “ბენფიკასთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ვადაში.



