კატალონიური პრესის ცნობით, “ბარსელონა”, უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელების გაყიდვით, დაახლოებით 60 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
Sport-ის ცნობით, კატალონიელები აპირებენ, ამ თანხის ძირითადი ნაწილი არდა თურანისა და ალეიშ ვიდალის გაყიდვით გამოიმუშავონ.
თურანი და ვიდალი “ბარსელონაში” 2015 წელს, ერთდროულად მივიდნენ. თურქ შემტევში კატალონიელებმა 34 მილიონი გადაიხადეს და ახლა მათ იმედი აქვთ, რომ მას დაახლოებით 30 მილიონად გაასხვისებენ. კატალონიელი მარჯვენაფლანგელი კი “ბარსას” 17 მილიონი დაუჯდა. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მას 15 მილიონად გაყიდის, თუმცა უარს არც 10 მილიონზე იტყვის.
ორივე ხსენებულ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
