მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელერინის აგენტი: “კონკრეტული შეთავაზება მივიღეთ… გამორიცხული არაფერია”

ბელერინის აგენტი: “კონკრეტული შეთავაზება მივიღეთ… გამორიცხული არაფერია”

ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველის, ექტორ ბელერინის აგენტი აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა კონკრეტული წინადადება ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგაც მიიღო, მაგრამ არა “ბარსელონასგან”.

ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონა” კატალონიური კლუბის აღზრდილის, ექტორ ბელერინის დაბრუნებას გეგმავს. თუმცა, თუ ესპანელი მარჯვენაფლანგელის აგენტს, ალბერტ ბოტინესს დავუჯერებთ, “ბარსას” წარმომადგენლები მაინცდამაინც არ აქტიურობენ.

“არსენალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ექტორით 6-7 კლუბი იყო დაინტერესებული, რაც მას თავდაჯერებას მატებდა. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ინტერესი ორმა-სამმა გუნდმა შეინარჩუნა. ერთ-ერთმა მათგანმა კონკრეტული წინადადებითაც მოგვმართა, მაგრამ ეს “ბარსელონა” არ ყოფილა.

არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, ბელერინმა კონტრაქტი იმის გამო გაახანგრძლივა, რომ მას “არსენალში” თამაში სურს. თუმცა, ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს რომელიმე კლუბი, რომელიც სიტუაციას შეცვლის.” – ციტირებს ბოტინესის სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში