ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ლივერპულში, ბრაზილიელი ფეხბურთელის ავტომობილის შუშები ქვებით ჩაამტვრიეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოუტინიომ “ბარსელონაში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ამ ამბით გაღიზიანებულმა “ლივერპულის” გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს შური კოუტინიოს მანქანაზე, Porsche Cayenne-ზე ეძიათ და მას შუშები ქვებით ჩაუმტვრიეს.
