მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მნიშვნელოვანი 3 ქულა “კამპ ნოუზე”

მნიშვნელოვანი 3 ქულა “კამპ ნოუზე”

ახლახანს დასრულდა ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩი “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის, რომელიც კატალონიური კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა საშინაო არეანზე გოლების ფესტივალი მოაწყო და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

“ოქროს ბუცის” მთავარმა პრეტენდენტმა, ლიონელ მესიმ დღევანდელ მატჩში მეტოქის კარში დუბლი გაიფორმა და რეიტინგში პირველი პოზიცია გაიმყარა (35 გოლი, 70 ქულა). არგენტინელთან ერთად გოლები ლუის სუარესმა და ნეიმარმაც გაიტანეს.

მოცემულ მომენტში, 84 ქულით “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერია.

[media=https://www.youtube.com/watch?v=uC2gNhSAx2g]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში