ახლო წარსულში, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” სათადარიგო სკამის სიღრმეს გავლენა არ მოუხდენია იმაზე, რომ “სამეფო კლუბი” უფრო წარმატებულ სეზონს ატარებს, ვიდრე “ბლაუგრანა”.
ამ მოსაზრებას გამოცემა Marca არ ეთანხმება, რომელმაც ორივე გუნდის სათადარიგო ფეხბურთელების სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს თანახმად, “რეალის” რეზერვისტებმა მიმდინარე სეზონში 48-ჯერ აიღეს მეტოქის კარი (ეს გუნდის მიერ გატანილ გოლთა 40%-ს შეადგენს), ხოლო კატალონიელებმა კი – 27-ჯერ.
“რეალის” სათადარიგო სკამის ანგარიშზე 37 საგოლე გადაცემაა, ხოლო “ბარსელონას” რეზერვისტების კი – 19. ამასთანავე, მადრიდელმა ფეხბურთელებმა დრიბლინგის 444 მცდელობა წარმატებით დაასრულეს, ხოლო კატალონიელებმა მეტოქის მოტყუება 235-ჯერ შეძლეს.
