Diario Gol იტყობინება, რომ ზაფხულში, შესაძლოა, “ბარსელონას” სატრანსფერო კამპანია ჩავარდეს.
წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” არდა თურანის ჩინეთში გაშვებას გეგმავდნენ, რადგან აზიელები თურქი ნახევარმცველის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ.
თუმცა, ახლო წარსულში ფეხბურთელის აგენტმა, აჰმეთ ბიულუთმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბის დატოვებას არ გეგმავს. იმის გათვალისწინებით, რომ თურანის ტრანსფერის სანაცვლოდ მიღებული თანხა ზაფხულში უნდა დახარჯულიყო, გუნდის სატრანსფერო კამპანია საფრთხის წინაშეა.
