Don Balon-ის ინფორმაციით “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ლუის ენრიკეს შემცვლელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაძლებელია, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი “სევილიას” თავკაცმა, ხორხე სამპაოლიმ დაიკავოს.
“ბარსელონა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამპაოლის დანიშვნის ვარიანტს დაუბრუნდა, რომლის კატალონიურ კლუბში ხილვა ლიონელ მესის სურს.
იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელის მომავალი “სევილიაში” კითხვის ნიშნის ქვეშაა, “ბლაუგრანამ”, შესაძლოა, სამპაოლის შემოთავაზება გაუკეთოს.
