“იუვენტუსის” მცველის, დანი ალვესის აგენტმა, დინორა სანტა ანამ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონას” მადლიერია.
“ალვესი ახლა უფრო უკეთესია, ვიდრე 25 წლის ასაკში. მისი თამაშით გაკვირვებული არ ვარ.
“ბარსელონა” ალვესის წარსულია, მისი აწმყო და მომავალი კი “იუვენტუსს” უკავშირდება. დანი კატალონიური კლუბის მადლიერია, რადგან “ბლაუგრანა” მას განვითარებაში დაეხმარა.”-განაცხადა სანტა ანამ.
