“იუვენტუსის” მცველმა, დანი ალვესმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, “მონაკოს” წინააღმდეგ (2:0), ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბრაზილიელი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში მან 25 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ შედეგით ალვესმა კატალონიის “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის აჯობა (23).
ბრაზილიელ განაპირა მცველზე მეტი შედეგიანი გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა (29), რომელიც ამავე ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მეორე გოლზე ჰიგუაინს ბურთი პირდაპირ ფეხზე დაასვა
ეს იმენა დაფრინავს და არ შემიდარეს ააქ კარვახალს და და ვიღაც ბიჭბუჭებს მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია დიდი პატივუსცემის მიუხედავად კაფუსაც მირჩევნია პირადად
😀 ოხ ეს ვინც გაუშვა მაგისი 😀
ნეტა ვხვდებოდე ბოლო ორი სეზონი რა ჭირდა ამ კაცს, იუვეში გეგონება გაახალგაზრდავდაო. ჩვენთან ყველა მეორე ფეხბურთელი ისე ატყუებდა სულ იკარგებოდა ალვესი და უაზროდ აწოდებდა მხოლოდ.
რამაგარ ფორმაშია ეს ბებერი
ალვესი მაგარია!!!
რო დავხედე ალვესის ფოტოს გულში ვთქვი მეთქი ბარსას ფორმაში რატო არ არისთქო