“ბარსელონას” ფეხბურთელები კლუბის ხელმძღვანელობისგან “პარი სენ-ჟერმენისა” და მადრიდის “რეალის” დამარცხების გამო ფულად ჯილდოს ითხოვდნენ.
Don Balon-ის ინფორმაციით, კატალონიელი მოთამაშეები ტრიუმფალური გამარჯვებების გამო დამატებით ანაზღაურებას ითხოვდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაზე იყო საუბარი.
ეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პოლიტიკას არ შეესაბამება, რადგან როგორც ყველა სხვა წამყვან ევროპულ კლუბში, “ბარსელონაში” ჯილდოს სახით თანხა ტიტულის მოგების შემთხვევაში გაიცემა.
