მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სორინი: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

სორინი: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ხუან პაბლო სორინმა ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მოასპარეზე, ახალგაზრდა მესი მახსოვს. მაშინ გამოჩნდა, რომ ის უნიკალური ტალანტის მქონე განსაკუთრებული ფეხბურთელია. ლეოს იშვიათი მარგალიტივით ვექცეოდით.

ეჭვგარეშეა, რომ მესი – მსოფლიოში საუკეთესოა. მას თავისი ინტელექტი, სხვებისგან განასხვავებს. ეს 23 აპრილს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულმა “ელ კლასიკომ” აჩვენა. ლეო სრულყოფილია.  

არგენტინელს საოცარი სისწრაფე, მოედნის ხედვა და გადაცემის გაკეთების ალღო აქვს. მესი თამაშს სხვა ფეხბურთელებზე გაცილებით ადრე კითხულობს. მისი მოქმედებების აღწერისთვის ეპითეტები არ გვეყოფა.“-ამბობს სორინი.

აგრეთვე, კატალონიური გრანდის ექსფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მესის თაობა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას იმსახურებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში