მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„სევილია“ და „სელტა“ – ბოლო იმედი?

„სევილია“ და „სელტა“ – ბოლო იმედი?

“ვალენსიასთან” მადრიდის “რეალი” ფრეს მხოლოდ თამაშის ბოლო წუთებზე გადაურჩა. ეს ნიშნავს, რომ “რეალს” ლა ლიგაში 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და “ბარსას” ტიტულის დაცვის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ “რეალი” ან წააგებს ან 2 მატჩს ფრედ დაამთავრებს.

განვიხილოთ ოთხივე მატჩი:

დავიწყოთ “გრანადასთან” სტუმრად გასამართი შეხვედრით. ესაა გუნდი, რომელმაც ბოლო 5 მატჩი წააგო და, ამავდროულად, ლა ლიგიდან ოფიციალურად გავარდა. მართალია, მათ უკვე აღარაფერი ესაქმებათ ლა ლიგაში და უმოტივაციოები არიან თუნდაც ქულის მოპოვებით, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ სასწაული მოხდება და “გრანადა” “რეალს” ქულებს წაართმევს, თუნდაც იმის გამო, რომ სახლში თამაშობს…

ბოლო ტურის თამაში “მალაგას” წინააღმდეგ გაიმართება. გუნდი, რომელმაც “ბარსელონას” სერიოზული პრობლემები გაუჩინა,  მაგრამ მათი მფლობელის განცხადების გამო, იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.

დაგვრჩა სამპაოლის “სევილია” და ბერიცოს “სელტა“.

“სევილია” – გუნდი, რომელმაც “რეალი” ლა ლიგაში დაამარცხა და მადრიდის “ატლეტიკოს” მე-3 ადგილისთვის ეცილება. მათ, მართალია, ჩავარდნა ჰქონდათ, მაგრამ ნელ-ნელა ძველი ფორმა დაიბრუნეს – ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოიგეს.

“სელტა” – გუნდი, რომელმაც ამ სეზონში “რეალი” კოპა დელ რეიდან გამოაგდო. ასე რომ, არაა გამორიცხული, “სელტამ” გაგვიკეთოს საჩუქარი, მით უმეტეს, ისინი სახლში თამაშობენ. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გალისიელები, ამჟამად, ევროპა ლიგაზე თამაშობენ და “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ უწევთ თამაში.

თავის მხრივ, “რეალსაც” არ მოუწევს მხოლოდ ლა ლიგაზე ფიქრი, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალია, სადაც ისინი “ატლეტიკოს” შეხვდებიან.

Diario SPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ფეხბურთელებს “სელტას” და “სევილიას” იმედი აქვთ.

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ “რეალს” “გრანადასთან” სტუმრად გამართულ ბოლო მატჩში არც ისე კარგი მოგონება დარჩა, რადგან “სამეფო კლუბმა” წვალებით დაამარცხა “გრანადა“. 2:1 მოიგეს და გამარჯვება მხოლოდ თამაშის ბოლოს მოახერხეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (22)

  • Josep guardiola4
    schedule 02 მაი 2017, 17:22

    ციტატა: Padre
    Dzmebo gjerat wyal wagebuli granada reals qulebs dakargvinebs.


    არც სევილიასი მჯერა გუშინდელი მარცხის შემდეგ და მითუმეტეს არც გრანადასი წელს რეალია ჩემპიონი და შევეგუოთ :დ

  • Padre
    schedule 02 მაი 2017, 16:23

    Dzmebo gjerat wyal wagebuli granada reals qulebs dakargvinebs.