“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ესპანიოლთან” გამარჯვების შემდეგ (3:0) კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, გამარჯვება ძალიან ლამაზი გამოდგა. ეს სერიოზული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ პრესინგს ბევრად უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო მეორე ტაიმში, რადგან მეტოქე დაიღლებოდა.
პირველ ტაიმში რეალური მომენტები არ გვქონდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. მაღალმა ტემპმა გუნდის გამარჯვება უზრუნველყო.” – ციტირებს ენრიკეს Marca.
