“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ხოსეპ გვარდიოლამ 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.
“ბარსელონა” მატჩებისთვის ყოველთვის მშვიდად ემზადებოდა. გასახდელში ყველა თავს ისე გრძნობდა, თითქოს უბრალოდ სამუშაოს შესრულება იყო საჭირო.
რომის ფინალი განსაკუთრებული იყო. ვარჯიშის შემდეგ გასახდელში დავბრუნდით, გვარდიოლამ კი სინათლე გამორთო და ფილმი – “გლადიატორი” გვაჩვენა. ამან ენერგიით აგვავსო. მოედანზე დამუხტულები გავედით და გავიმარჯვეთ.”-განაცხადა ეტო’ომ.
