ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა 23 აპრილს გამართულ “ელ კლასიკოზე” საუბრისას აღნიშნა, რომ ლიონელ მესის გოლს ის არ გაუხარებია.
“როგორც მადრიდისტი, ბედნიერი არ ვარ. მესის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ, მაგრამ მას უკეთესი მატჩებიც ჩაუტარებია.
რამოსისა და პიკეს დაპირისპირება? ზოგჯერ ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება. დაძაბულობაა, სისხლი დუღს, თითოეული მოთამაშე თავის გუნდს იცავს. როცა ისინი ნაკრებში ერთმანეთს შეხვდებიან, ყველაფერს დაივიწყებენ.
რაც შეეხება ვიდეოგამეორების ტექნოლოგიას – ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინერგოს, მაგრამ ჯერჯერობით, საკითხი პროგრესს არ განიცდის.“-ამბობს ტებასი.

