Don Balon-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” 5 ფეხბურთელი დატოვებს.
წყაროს თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ხავიერ მასკერანოს, ჟერემი მატიეს, დენის სუარესის, ანდრე გომეშისა და პაკო ალკასერის გაშვებას გეგმავენ.
ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მასკერანომ და მატიემ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს, ახალწვეულებმა კი “ბარსელონაში” თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინეს.
