მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესი: “კომისიამ რამოსის მომენტი უნდა შეისწავლოს”

ფერნანდესი: “კომისიამ რამოსის მომენტი უნდა შეისწავლოს”

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილება გაუზიარა. მადრიდში გამართული შეხვედრა 3:2 დასრულდა კატალონიელთა სასარგებლოდ.

როგორც იცით, არბიტრმა სერხიო რამოსი მოედნიდან გააძევა.

“გამარჯვებით მოხარული ვარ. “ბარსელონამ” ეს დაიმსახურა. რამოსის გაძევება სამართლიანი იყო, წითელი ბარათი კაზემიროსაც უნდა მიეღო.

დისციპლინარულმა კომისიამ რამოსის აპლოდისმენტები უნდა შეისწავლოს, რადგან ეს ნეიმარის მომენტს ძალიან ჰგავდა.“-განაცხადა ფერნანდესმა.

დისკვალიფიკაციის გამო ნეიმარ და სილვამ დღევანდელი მატჩი გამოტოვა. ბრაზილიელი “ბარსელონას” ვერც “ოსასუნას” წინააღმდეგ დაეხმარება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში