მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “რამოსი წითელ ბარათს იმსახურებდა”

პიკე: “რამოსი წითელ ბარათს იმსახურებდა”

“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ “რეალთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, კატალონიურმა კლუბმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:2 გაიმარჯვა.

“ბარსელონამ” ლა ლიგის ტიტულისკენ ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ყოველთვის რთულია. საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” “რეალს” აჯობა.

რამოსი წითელ ბარათს იმსახურებდა – მან ვარდნა ორი ფეხით გააკეთა. უბრალოდ, “რეალი” აქ განსხვავებულ, მიკერძოებულ მსაჯობას მიეჩვია, რაც დღეს არ მომხდარა.“-განაცხადა პიკემ.

“ბარსელონა” 75 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, მაგრამ “რეალს” თადარიგში 1 შეხვედრა აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში