ლიონელ მესიმ კარიერაში მეხუთეჯერ გაუტანა “რეალს” 2 გოლი.
ამგვარად, “ელ კლასიკოში” გაფორმებული დუბლების რაოდენობით არგენტინელი ფეხბურთელი მის თანამემამულეს, ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა. ოთხჯერ შეძლო დუბლის გაფორმება “რეალის” ლეგენდარულმა კაპიტანმა, რაულ გონსალესმა. ასევე მესიმ ორჯერ გაიფორმა ჰეთ-თრიქი. ამ მაჩვენებლით ის “კლასიკოს” ისტორიაში პირველ ადგილზეა სანტიაგო ბერნაბეუსთან, ფერენც ფუშკაშსა და ლასკანოსთან ერთად.
