კატალონიის “ბარსელონა” მზადაა “პარი სენ-ჟერმენს” ანხელ დი მარიას ტრანსფერის თაობაზე სოლიდური შემოთავაზება გაუკეთოს.
Don Balon-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ლურჯ-ბროწეულისფრები” 90 მილიონ ევროს გადაიხდიან. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ არგენტინელი გუნდის ნახევარდაცვას ააჩქარებს და “რეალს” დაუმტკიცებს, რომ 2014 წელს მისი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაშვება შეცდომა იყო.
მიმდინარე სეზონში დი მარიამ “ბარსელონას” კარი 2-ჯერ აიღო.
