მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ნეიმარი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

ოფიციალურად: ნეიმარი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

“ბარსელონას” პრეს-სამსახური ადასტურებს, რომ ნეიმარი ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩს გამოტოვებს.

ესპანეთის სპორტულმა ტრიბუნალმა (TAD) “ბარსელონას” აპელაციას 12 საათში არ უპასუხა, რის გამოც კლუბმა სპორტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება გადაწყვიტა და ნეიმარი განაცხადში არ შეიყვანა.

“ბარსელონამ” ტრიბუნალში სარჩელი ბოლო ვადის შემდეგ შეიტანა. წესითა და რიგით ასეთ შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია იქამდე უნდა შეჩერდეს, სანამ TAD გადაწყვეტილებას არ მიიღებს. როგორც ჩანს, სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა.

როგორც იცით, ნეიმარი, მსაჯის მიმართ ირონიული აპლოდისმენტების გამო დაისაჯა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში